Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 160 გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევება. 1. ამ კანონით გათვალისწინებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზრის წესების დამტკიცების შემდეგ: ა) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის; ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად: ა) ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში ელექტროენერგიის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომებისა და ქმედებების და აღნიშნული გეგმის განხორციელების ვადის ჩათვლით; ბ) ამ კანონის 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და კომისიას უნდა წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომებისა და ქმედებების და აღნიშნული გეგმის განხორციელების ვადის ჩათვლით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 160 3. კომისიამ განცალკევების გეგმა უნდა დაამტკიცოს ყველა აუცილებელი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში. 4. განაწილების ლიცენზიატების განცალკევების პროცედურები უნდა დასრულდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში. 5. კომისიამ უნდა განახორციელოს გამანაწილებელი სისტემის განცალკევების სტატუსის მონიტორინგი და განაგრძოს მარეგულირებელი ფუნქციების გამოყენება ამ მუხლში მითითებული ზომების სათანადოდ განუხორციელებლობის შემთხვევებში. 6. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული განაწილების ლიცენზიები დროებით ინარჩუნებს ძალას და მათი მფლობელები ამ კანონით დადგენილი წესით განცალკევების დასრულებამდე აგრძელებენ მათ მომხმარებლად ამ კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში რეგისტრირებული პირებისთვის შესაბამისად ელექტროენერგიის თუ ბუნებრივი გაზის განაწილება-მიწოდება-მომარაგების მომსახურების გაწევას ამავე კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში – ამ კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. ამ ლიცენზიების მოქმედება ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციისა და განაწილების ახალი ლიცენზიის ამოქმედებისთანავე ავტომატურად შეწყდება. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 160 7. ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები არ გამოიყენება, თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებაზე ვრცელდება ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი. 8. გამანაწილებელი სისტემის თითოეულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი გამანაწილებელი ქსელების გამანაწილებელი ქსელის წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან (საოპერაციო სისტემების, აღრიცხვის კვანძების ჩათვლით) შესაბამისობა და სხვა ურთიერთდაკავშირებულ სისტემებსა და საბოლოო მომხმარებლების მოწყობილობებთან მიერთების წერტილებს შორის ურთიერთკავშირი გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილ ვადაში. |