Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ამნისტიის შესახებ article 12 1. ამ კანონით (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. 2. მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ამნისტიას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური აღასრულებს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. 3. თუ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გასულია ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის მოხდის შემცირებული ვადა, მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. 4. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის მიმართ იმავე მუხლით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდეს მის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის 1 წლის მოხდისთანავე. |