Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნავთობისა და გაზის შესახებ article 17 ხელშეკრულების შეწყვეტა. 1. ინვესტორსა და სააგენტოს უფლება აქვთ, შეწყვიტონ ხელშეკრულება მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეები არ თავისუფლდებიან იმ ვალდებულების შესრულებისგან, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის შესრულებული არ არის. 2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ინვესტორი ვალდებულია დატოვოს ფართობი იმ მდგომარეობაში, რაც შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამთო და სანიტარიული ზედამხედველობის, წიაღისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს და დადგენილ წესებს. 3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინვესტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელება. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 17 4. სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნას. ინვესტორი ვალდებულია შეავსოს ეს ფონდი ხელშეკრულების ხელმოწერის დროისათვის ან გადარიცხოს თანხა ამ ანგარიშზე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ხელშეკრულებით. ანგარიშზე არსებული თანხა დროის შესაბამისი პერიოდისათვის უნდა აღემატებოდეს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სავარაუდო ხარჯებს. სპეციალურ სარეზერვო ფონდში ჩარიცხული თანხა ინვესტორს უნაზღაურდება. თუ შენატანი რეალურად აჭარბებს მიტოვებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო ხარჯებს, მიღებული ნამატი ჩაითვლება მოგებულ ნავთობად. სპეციალურ სარეზერვო ფონდში აკუმულირებული თანხები გამოიქვითება მოგების გადასახადის გაანგარიშებისას. |