FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ

article  6

კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი ფორმები.
1. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ძირითადი ფორმებია:
    ა) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და მისი სრულყოფა;
    ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეროვნული ფილმის წარმოებისა და გაქირავების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, აგრეთვე შესაძლებელია შესაბამისი მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსება;
    გ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
    დ) საქართველოს კან ონმდებლობით დადგენილი წესით კინოორგანიზაციების საქმიანობის შეღავათიანი საგადასახადო რეგულირება;
    ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის სხვა ფორმები.
2. კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები მიმართულია:
    ა) ეროვნული ფილმის შესაქმნელად;
    ბ) კინოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსავითარებლად;
    გ) ფილმების გაქირავებისა და ჩვენებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად;
    დ) სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტექნიკური პროგრამების განსახორციელებლად;
    ე) კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად;
    ვ) საერთაშორისო კინოფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
3. ყველა კინოორგანიზაცია უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო მხარდაჭერა, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.