Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 10 კოორდინატორი. 1. კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებს და მის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 2. კოორდინატორი: ა) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სფეროში ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით; ბ) განსაზღვრავს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების, სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების ელექტრონულად (ციფრულად) წარმოების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნულ სტანდარტებს; გ) ქმნის, მართავს და ზედამხედველობს ეროვნულ გეოპორტალსა და მეტამონაცემების ეროვნულ კატალოგს, პასუხისმგებელია ეროვნული გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის; დ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების გამოქვეყნებას, სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების სტაბილურ ხელმისაწვდომობას ამ კანონის შესაბამისად; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 10 ე) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების (ISO, INSPIRE და სხვა) საფუძველზე შეიმუშავებს, სათანადო მოთხოვნების შესაბამისად პერიოდულად აახლებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მეტამონაცემების ეროვნულ პროფილს, მონაცემთა მოდელის ტექნიკურ სპეციფიკაციას (ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სივრცითი მონაცემების თითოეული ნაკრებისთვის), მონაცემთა პროდუქტის სპეციფიკაციის ეროვნულ პროფილს, ქსელური სერვისების იმპლემენტაციის ტექნიკურ სპეციფიკაციას (ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ქსელური სერვისების თითოეული ტიპისთვის), ტექნიკურ ჩარჩორეგლამენტს, მონაცემთა გაცვლისა და ერთობლივი გამოყენების მოდელის ეროვნულ პროფილს, მონიტორინგის ყოველწლიური ანგარიშის ეროვნულ პროფილს; ვ) უზრუნველყოფს ეროვნულ გეოპორტალზე გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსის ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე სივრცითი მონაცემების რესურსის ხარისხის, სისრულის, სიზუსტის, ნამდვილობის, განახლების, ხელმისაწვდომობის, დუბლირების აღმოფხვრის, ფუნქციური თავსებადობის (ინტეროპერაბელურობის) და სტაბილური ფუნქციონირების მონიტორინგს; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 10 ზ) სივრცითი მონაცემების რესურსის ტექნიკური ჩარჩორეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში უფლებამოსილია სივრცითი მონაცემების მომხმარებლებს დროებით (სათანადო შეუსაბამობის აღმოფხვრამდე) შეუზღუდოს შესაბამისი სივრცითი მონაცემების რესურსის ხელმისაწვდომობა და მის მფლობელს მოსთხოვოს შეუსაბამობის გონივრულ ვადაში აღმოფხვრა; თ) საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკური და ნორმატიული აქტების პროექტებს; ი) უზრუნველყოფს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებისა და ინსტრუმენტების შექმნას, ფუნქციონირებასა და განვითარებას; კ) ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ინფორმაციულ და ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და მონიტორინგს; ლ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარსადგენად საკოორდინაციო საბჭოს წარუდგენს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 10 მ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; ნ) ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად უზრუნველყოფს სუბიექტების ორგანიზაციულ, ტექნიკურ, ინფორმაციულ და ინტელექტუალურ მხარდაჭერასა და კოორდინაციას; ო) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად შექმნას უწყებათაშორისი ან/და საექსპერტო დროებითი საკონსულტაციო ჯგუფი/ჯგუფები; პ) უფლება აქვს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს საჯარო დაწესებულებებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგი; |
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 10 ჟ) უფლებამოსილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებებისა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაცია; რ) უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემების მწარმოებლებისა და სივრცითი მონაცემების მომხმარებლების მოთხოვნების ანალიზსა და შესაბამის ეფექტიან კოორდინაციას; ს) საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ევროპის კავშირის სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურაში (INSPIRE) ინტეგრაციის მიზნით უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ტ) კანონის შესაბამისად ახორციელებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საჭირო სხვა ღონისძიებებს; უ) კანონის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |