Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 22 პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება. 1. ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის. 2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ლიცენზიის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის. 3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება. 4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 22 41. თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების ან/და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. 5. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა. 6. ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას. 7. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადება, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა; დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 22 71. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით გააუქმოს ყადაღადადებული, დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, თუ არსებობს ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ასევე უქმდება შესაბამისი ყადაღა, გირაო ან სხვა დატვირთვა. 8. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, აგრეთვე გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 22 91. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთან ავე, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. 10. სალიცენზიო მოწმობა ლიცენზიის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში. 11. პასუხისმგებლობა, ლიცენზიის გაუქმების სახით, გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას და ლიცენზიის გამცემი დაასაბუთებს, რომ ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედება. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 22 12. თუ ლიცენზიის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სალიცენზიო პირობების შესრულება. 13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება სალიცენზიო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ლიცენზიის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 22 14. კანონით გათვალისწინებულ ლიცენზიათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზირებადი საქმიანობის განსახორციელებლად და სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ლიცენზიის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. 15. შესაძლებელია ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებული იქნეს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ ლიცენზიის გამცემისათვის წინასწარ ცნობილია, რომ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 22 16. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის ხარჯით სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება ლიცენზირებად საქმიანობას. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, სპეციალური მმართველის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველთვიურ ანგარიშს ამტკიცებს სასამართლო. 17. სპეციალური მმართველი შესასრულებელი სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით ინიშნება განსაზღვრული ვადით. თუ დადგენილ ვადაში ვერ შესრულდა სალიცენზიო პირობები, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა. 18. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სპეციალური მმართველის მოთხოვნისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები. ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 19. სპეციალური მმართველის ან თვით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 22 20. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის, სპეციალური მმართველის ანაზღაურება, ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის ხარჯით. 21. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები, ლიცენზირებადი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებით დარეგულირდეს ლიცენზიის გამცემის ან მისი ზემდგომი (მაკონტროლებელი) ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით. 22. თუ ლიცენზიის მფლობელს აქვს გენერალური ლიცენზია და ვერ აკმაყოფილებს მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელ სალიცენზიო პირობებს, იგი უფლებამოსილია განახორციელოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საქმიანობები. ვიწრო საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა არ შეიძლება იყოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელების აკრძალვის საფუძველი. 23. გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ მუხლით დადგენილი წესით. |
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ article 22 24. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობებისა და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი და მათი დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონის 21-ე და 22-ე მუხლებით დადგენილი წესით. 26. ამ მუხლის მე-11–21-ე პუნქტები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე. მუხლი 22-26 თავით დადგენილი წესით. |