Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 37 შესაბამისი ინფორმაციის და არსებითი მტკიცებულების შეგროვება და შესწავლა. 1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა ყველა ზომა უნდა მიიღოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის და ხელმისაწვდომი არსებითი მტკიცებულების შესაგროვებლად. 2. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს როგორც უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მოპოვებული ზეპირი ინფორმაცია ან დოკუმენტური მტკიცებულება, ისე თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი ზეპირი ინფორმაცია ან დოკუმენტური მტკიცებულება. 3. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გააანალიზოს და შეაფასოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ. 4. საერთაშორისო დაცვის თაობაზე გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ თავშესაფრის მაძიებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტები. |