Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო ვალის შესახებ article 6 სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების რეესტრები. 1. ყველა პირდაპირი და პირობითი ვალდებულების აღრიცხვის მიზნით საქართველოში იქმნება სახელმწიფო ვალის რეესტრი და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების რეესტრი. 2. სახელმწიფო ვალის რეესტრში, რომლის განახლება ხდება აუცილებლობის შემთხვევაში, საშინაო და საგარეო ვალის შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, რეგისტრირდება პირდაპირი სახელმწიფო ვალდებულებანი, ინფორმაცია სახელმწიფო ვალის დინამიკის შესახებ, ვალის სახე, ხელშეკრულების (შეთანხმების) თარიღი, ვალის საერთო მოცულობა და მისი დაფარვის თარიღი, სხვა აუცილებელი მონაცემები. 3. კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების რეესტრში, რომლის განახლება ხდება აუცილებლობის შემთხვევაში, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ხელშეკრულებების შესაბამისად, რეგისტრირდება პირობითი სახელმწიფო ვალდებულებები, ინფორმაცია კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემისა და დაფარვის შესახებ, გარანტიის დასახელება, მისი გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, საერთო მოცულობა, განხორციელებული და განსახორციელებელი გადახდები, სხვა აუცილებელი მონაცემები. 4. სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების რეესტრებს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. |
სახელმწიფო ვალის შესახებ article 6 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშში, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგენს პარლამენტს, მიუთითებს პირდაპირი და პირობითი სახელმწიფო ვალდებულებების მოცულობასა და შემადგენლობაზე. |