Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2016 1. ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი. 2. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ამ მუხლით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატები ამ მუხლით დადგენილი წესით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. ამ კანდიდატებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ერთ-ერთი მათგანის დასანიშნად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამავე მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია (შემდგომ − საკონკურსო კომისია). 3. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2016 4. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი (შემდგომ − კონკურსი) ცხადდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 10 კვირისა და არაუგვიანეს 9 კვირისა, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 1 კვირაში. კონკურსს აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რისთვისაც იგი სათანადო ბრძანებას გამოსცემს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმავე ბრძანებით ქმნის საკონკურსო კომისიას. ეს ბრძანება ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე. 5. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები (შესაბამისი ორგანოები და თანამდებობის პირები) კონკურსის გამოცხადებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ატყობინებენ საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობას. საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი 6 წევრით: ა) საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი; ბ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე; ე) საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ან მოადგილე; |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2016 ვ) საქართველოს სახალხო დამცველი ან საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. 6. საკონკურსო კომისიის წევრთა ვინაობის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის შეტყობინების ვადის გასვლიდან 1 კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანებით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას და იწვევს საკონკურსო კომისიის პირველ სხდომას. საკონკურსო კომისია პირველ სხდომაზე თავის წევრთაგან ირჩევს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს. საკონკურსო კომისიის სხდომა, მათ შორის, საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა, უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისიის სხდომაზე დამსწრე საკონკურსო კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2016 7. საკონკურსო კომისია პირველი სხდომის გამართვიდან 1 კვირის ვადაში ამტკიცებს საკონკურსო კომისიის დებულებას, რომლითაც დგინდება საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესი, კონკურსში მონაწილეობის პირობები და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადა და წესი. საკონკურსო კომისია პირველი სხდომის გამართვიდან 1 კვირის ვადაში უზრუნველყოფს აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის პირობებისა და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაციის საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2016 8. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადის გასვლიდან 2 კვირაში საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილე პირთაგან შეარჩევს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატს. თუ კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადაში საკონკურსო კომისიას არ წარედგინა 2 ან 2-ზე მეტი განაცხადი ან საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონკურსში მონაწილე პირთაგან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი ვერ წარუდგინა, საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ, რის შემდეგაც ამ პუნქტით დადგენილი პროცედურა ხელახლა ტარდება. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2016 9. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მისთვის საკონკურსო კომისიის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების წარდგენიდან 1 კვირის ვადაში ამ კანდიდატთაგან ერთ-ერთს ნიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე ან მოტივირებულ უარს აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე აღნიშნულ კანდიდატთაგან რომელიმეს დანიშვნაზე, რისთვისაც იგი სათანადო ბრძანებას გამოსცემს. ეს ბრძანება ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნა, საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ, რის შემდეგაც ამ მუხლის მე-8 პუნქტითა და ამ პუნქტით დადგენილი პროცედურები ხელახლა ტარდება. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2016 10. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. თუ ამ ვადის გასვლის მომენტში ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსი თანამდებობაზე დანიშნული არ არის, თანამდებობაზე მყოფი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსის უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე. თუ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე დაინიშნა თანამდებობაზე მყოფი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების 6-წლიანი ვადის გასვლამდე, ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსის უფლებამოსილების ვადა იწყება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, ხოლო თუ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი თანამდებობაზე დაინიშნა თანამდებობაზე მყოფი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების 6-წლიანი ვადის გასვლის ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს ახალი უფროსის უფლებამოსილების ვადა იწყება მისი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის მომდევნო დღიდან. 11. ამ მუხლით გათვალისწინებული აქტების გასაჩივრება არ აჩერებს მათ მოქმედებას. |