FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  50

ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები.
1. ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმები შეიძლება ეხებოდეს:
    ა) მისი პროფესიული საქმიანობის შესაბამისობას;
    ბ) მის ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობას;
    გ) მის ტექნიკურ და პროფესიულ შესაბამისობას.
2. ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმების მიზანი უნდა იყოს მხოლოდ იმის შემოწმება, აქვს თუ არა ეკონომიკურ ოპერატორს დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებისთვის საჭირო სამართლებრივი, ფინანსური, ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობები. შესყიდვის პირობებით განსაზღვრული ნებისმიერი მოთხოვნა შესყიდვის ობიექტს უნდა უკავშირდებოდეს და პროპორციული უნდა იყოს.
3. პროფესიული საქმიანობის შესაბამისობასთან დაკავშირებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეკონომიკურ ოპერატორს შესყიდვის პირობებით შეიძლება მოსთხოვოს, რომ იგი თავისი ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით იყოს რეგისტრირებული, აკრედიტებული, ავტორიზებული, ლიცენზირებული ან სერტიფიცირებული ან იყოს შესაბამისი ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი, თუ შესყიდვის ობიექტის მისაწოდებლად შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ამ წინაპირობას განსაზღვრავს. დაუშვებელია, დადგინდეს მინიმალური ვადა, რომელიც გასული უნდა იყოს ასეთი რეგისტრაციიდან, აკრედიტაციიდან, ავტორიზაციიდან, ლიცენზირებიდან, სერტიფიცირებიდან ან გაწევრებიდან.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  50

4. ეკონომიკურ და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება განსაზღვროს წლიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა, რომელიც ეკონომიკურ ოპერატორს უნდა ჰქონდეს, მათ შორის, წლიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებულ სფეროში. წლიური ბრუნვის მინიმალური ოდენობა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ორმაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სათანადოდ დასაბუთებული გამონაკლისი შემთხვევისა, რომელიც გამომდინარეობს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკასთან დაკავშირებული რისკებიდან, მათ შორის, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადიდან. თუ შესყიდვის ხელშეკრულება იდება ჩარჩოშეთანხმების ფარგლებში კონკურენტული პროცესის გამართვით, მოთხოვნილი წლიური ბრუნვის მაქსიმალური ოდენობა ითვლება დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესაძლო მაქსიმალური ღირებულების მიხედვით, ხოლო როდესაც ასეთი ღირებულება ცნობილი არ არის – ჩარჩოშეთანხმების სავარაუდო ღირებულების მიხედვით. დინამიკური შესყიდვის სისტემის შემთხვევაში წლიური ბრუნვის მაქსიმალური ოდენობა ითვლება ამ სისტემის მეშვეობით დასადები შესყიდვის ხელშეკრულების შესაძლო მაქსიმალური ღირებულების მიხედვით. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება განსაზღვროს მოთხოვნები ეკონომიკური ოპერატორის აქტივებსა და პასივებს შორის ბალანსთან დაკავშირებით.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  50

5. ტექნიკურ და პროფესიულ შესაბამისობასთან დაკავშირებით შემსყიდველმა ორგანიზაციამ ეკონომიკურ ოპერატორს შეიძლება მოსთხოვოს საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსების, აგრეთვე გამოცდილების ქონა.
6. ეკონომიკური ოპერატორის შერჩევის კრიტერიუმების აღწერის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.