Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
წყლის შესახებ article 11 საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში. 1. წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის გამოყენებისა და დაცვის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელობის იმ ზედაპირული წყლის სახელმწიფო ფონდის განკარგვა, რომლის წყლის ფონდის მიწები განლაგებულია მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე, და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ სამთო მინაკუთვნის გამოყოფა; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვის ორგანიზება და მისი გამოყენების სახელმწიფო რეგულირება; დ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებებზე ზედამხედველობა; ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის სახელმწიფო აღრიცხვა, მისი გამოყენების რეგისტრირება; ზ) მონაწილეობა საქართველოს წყლების გამოყენებისა და დაცვის ერთიანი, სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და რეალიზაციაში; |
წყლის შესახებ article 11 თ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო და სხვა სამუშაოთა კოორდინირება, ორგანიზება და დაფინანსება; ი) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ცალკეულ ობიექტებზე, მათ შორის, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის ზონაში, წყალსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა; კ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ლ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოთა დაფინანსება; მ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში; ნ) წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. |