Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1563 პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა. ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევა − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 1. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ სანებართვო/სალიცენზიო პირობების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. თუ გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ნებართვის/ლიცენზიის მფლობელი სანებართვო/სალიცენზიო პირობებს არ დააკმაყოფილებს, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა). |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1563 3. ნებართვის/ლიცენზიის მფლობელის მიერ პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის სანებართვო/სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის/ლიცენზიის გაუქმებას. |