FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

აკვაკულტურის შესახებ

article  21

აკვაკულტურის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
1. წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
    ა) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ (საქმიანობის მოკლე აღწერა);
    ბ) ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის მახასიათებლების შესახებ (საქმიანობის განხორციელების ადგილი, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით (shp-ფაილთან ერთად));
    გ) ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების შედეგად გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების ხასიათის თაობაზე, შემდეგი მახასიათებლების მიხედვით: გ.ა) საქმიანობის მახასიათებლები (საქმიანობის მასშტაბი; არსებულ საქმიანობასთან ან/და დაგეგმილ საქმიანობასთან კუმულაციური ზემოქმედება; ბუნებრივი რესურსების (განსაკუთრებით – წყლის, ნიადაგის, მიწის,  ბიომრავალფეროვნების) გამოყენება; ნარჩენების წარმოქმნა; გარემოს დაბინძურება და ხმაური; საქმიანობასთან დაკავშირებული მასშტაბური ავარიის ან/და კატასტროფის რისკი);
აკვაკულტურის შესახებ

article  21

გ.ბ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი და მისი თავსებადობა ჭარბტენიან ტერიტორიასთან, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან, ტყით დაფარულ ტერიტორიასთან, სადაც გაბატონებულია საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობები, დაცულ ტერიტორიასთან, დასახლებულ ტერიტორიასთან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსა და სხვა ობიექტთან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ლანდშაფტურ, სარეკრეაციო და სატყეო ტერიტორიებთან (ზონებთან); გ.გ) საქმიანობის შედეგად გარემოზე შესაძლო ზემოქმედება (ზემოქმედების ტრანსსასაზღვრო ხასიათი; ზემოქმედების შესაძლო ხარისხი და კომპლექსურობა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განიხილავს აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო და შეიმუშავებს რეკომენდაციას აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის შესახებ ან ნებართვის მაძიებლისთვის გარემოს ცალკეული ელემენტების/კომპონენტების დამატებითი შესწავლისა და შესაბამისი ინფორმაციის ან/და კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულების განსაზღვრის თაობაზე.
აკვაკულტურის შესახებ

article  21

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარდგენილი ინფორმაციის ან/და კვლევების შედეგების შესწავლის საფუძველზე აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო ამზადებს აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის საკითხის შესახებ რეკომენდაციას. ამასთანავე, ამ ნებართვის გაცემის შესახებ რეკომენდაციის მომზადების შემთხვევაში აკვაკულტურის უწყებათაშორისი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს ნებართვის ფარგლებში აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული პირობები, რომლებიც აღნიშნულ ნებართვაში აისახება და მისი განუყოფელი ნაწილი იქნება.