FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  48

ტრანსპლანტოლოგიის საინფორმაციო ცენტრი შიფრავს დონორის ვინაობას მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. როგორც წესი, სამედიცინო დაწესებულებაში ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში მიეთითება მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერი. სამინისტრო სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას დონორის ვინაობის შესახებ აღნიშნავს მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. ორგანოს თანმხლები დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ყველა სამედიცინო მონაცემს დონორის შესახებ. მუხლი 49 დონორის ვინაობის გამჟღავნების უფლება აქვს მხოლოდ ტრანსპლანტაციის საბჭოს იმ შემთხვევაში, თუ:
    ა) გადასანერგად განსაზღვრული ორგანოს გამოყენება საფრთხეს უქმნის რეციპიენტის ან სხვა ადამიანის ჯანმრთელობას;
    ბ) სასამართლო დადგენილების საფუძველზე ამას მოითხოვენ სამართალდამცავი ორგანოები; გ) დადგენილი წესით ამას სპეციალურად მოითხოვს მინისტრი. მუხლი 50 ორგანოების აღებაში, ტრანსპორტირებაში, შენახვაში, განაწილებაში, აგრეთვე, ტრანსპლანტაციასა და მკურნალობაში დასაქმებული პერსონალი ვალდებულია არ გაამჟღავნოს დონორის ან/და პოტენციური დონორის ვინაობა და მათი სამედიცინო მონაცემები, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.