FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  132

პარლამენტის მონაწილეობა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას.
1. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც რატიფიცირებას არ საჭიროებს, პარლამენტს აცნობონ მისი დადებიდან 1 თვის ვადაში და გადასცენ მას ეს საერთაშორისო ხელშეკრულება. ეს ინფორმაცია წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას ცნობად იღებს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
2. პარლამენტი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს.
3. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე პარლამენტის რეკომენდაციები უნდა შეიცავდეს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის დასაბუთებას.