Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ article 33 კომისიის დაფინანსება. 1. კომისიისა და მისი კომიტეტის საქმიანობისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე აღსასრულებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება კომისიის ფონდის საშუალებით. 2. კომისიის ფონდის შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიის წესდებით. 3. კომისიის ფონდის შევსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები, სხვა სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან/და კერძო პირების საქველმოქმედო შემოწირულობები, ასევე სახელმწიფოსა და არაკეთილსინდისიერი მფლობელების მიერ გადაცემული სადავო ქონება. 4. კომისიას აქვს ანგარიში ბანკში, რომელზედაც აღირიცხება კომისიის ფონდის სახსრები. 5. კომისია თავისი ბიუჯეტის პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში. |