Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ article 22 დივიდენდები. 1. პაის შეიძლება დაერიცხოს დივიდენდები. დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ სრულად გადახდილ პაის. დივიდენდის ოდენობას განსაზღვრავს საერთო კრება გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებების განხილვის შემდეგ. 2. პაის დივიდენდები დაერიცხება მის პროპორციულად. სამეურნეო წლის განმავლობაში განხორციელებული შესატანები მოგების განაწილებისას გაითვალისწინება შეტანის მომენტიდან განვლილი დროის პროპორციულად. 3. პაის დივიდენდები დაერიცხება მხოლოდ საერთო რეზერვში კანონით დადგენილი ანარიცხების განხორციელების შემდეგ, ფინანსური წლის შედეგების შესაბამისად. დივიდენდების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გასანაწილებელი მოგების 10 პროცენტს. |