Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 13 შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარდგენის ან/და გადაცემის წესების დარღვევა. 1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარუდგენლობა ან/და ამ სერტიფიკატის გადაუცემლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 10 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას: ა) 150 მ-2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით; ბ) 150 მ-2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით; გ) 250 მ-2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით; დ) 500 მ-2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით. |