Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 58 ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემა. 1. ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. ამ მიზნით ინვესტორმა ფონდმა ან/და მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა მიმართოს საზედამხედველო ორგანოს და წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტები; ბ) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის პროსპექტები და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; გ) ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს შორის დადებული შეთანხმება ან აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესები ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) შესაბამის შემთხვევაში ერთეულის მფლობელებისთვის მისაწოდებელი, ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია; ე) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი ჰყავთ, ამ სპეციალიზებულ დეპოზიტარებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 58 ვ) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა აუდიტორი ჰყავთ, ამ აუდიტორებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ. 2. თუ ინვესტიციის მიმღები ფონდი დაფუძნებულია საქართველოს ფარგლების გარეთ, ინვესტიციის განხორციელების შესახებ ინვესტორი ფონდის განაცხადს თან უნდა დაერთოს შესაბამისი უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული დასტური ინვესტიციის მიმღები ფონდის ან მისი შესაბამისი ქვეფონდის მიერ ამ კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ. 3. საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ მუხლით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ატყობინებს განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. 4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის პროცედურა და დამატებითი მოთხოვნები. |