Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 14 გარდამავალი დებულებანი. 1. 2007 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების შემუშავება და დამტკიცება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 2. ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) 2007 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების გამოცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება; ა.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესის განსაზღვრა; ბ) 2008 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულად. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 14 21. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ლიზინგის რეგისტრაციის პირობების, ლიზინგის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცება. 3. 2008 წლის 31 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის შესაბამისი ქონების გადაცემა. 4. ამ კანონის მიზნებისათვის: ა) ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ და „ე.მ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს; ბ) ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე“–„ე-7“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ავტომობილის რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს); |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 14 გ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს (გარდა მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშნისა) და „ზ-2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს; დ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ-2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს); ე) მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშანს; ვ) მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს). |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 14 5. ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემის საფასური შეადგენს: ა) 35 ლარს, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის; ბ) სხვაობას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილ საფასურსა და იმ საფასურს შორის, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური მეტია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის. 6. მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 14 7. მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მოტოციკლის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს. 8. ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის შემადგენელი სერიის ან/და ნომრის კომბინაცია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი ამ კანონის მე-6 მუხლის „ე-6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შემადგენელი სერიისა და ნომრის კომბინაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ article 14 10. ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლის/ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2014 წლის 1 სექტემბრამდე. 11. 2014 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-6 მუხლის „ე-9“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირის მიერ მისთვის სასურველი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის შემთხვევაში ჯავშნით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება დაჯავშნის მოთხოვნის დღიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაჯავშნილი ნომერი შეიძლება გაიცეს არაუგვიანეს დაჯავშნის ვადისა და არაუადრეს 2014 წლის 1 სექტემბრისა. |