Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ article 16 მოქალაქეთა ხელშეწყობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის. 1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებასა თუ ჩატარებაში. ამასთან, მათი სურვილით შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობის, მათ შორის, კონტრაქტით თანამშრომლობის, კონფიდენციალობა. ეს პირები ვალდებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია აღნიშნულ ორგანოებს, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის. 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს, მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური მდგომარეობის, ენის, განათლების, პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური მრწამსის მიუხედავად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით და ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით. |