FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

article  49

კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
1. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა:
    ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესი;
    ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭომ დაამტკიცოს: ბ.ა) კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი; ბ.ბ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესი; ბ.გ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესი და პირობები.
3. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის №2291-რს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ.
    320) საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალაშია ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებამდე/გამოცემამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ან მისი ნაწილი ამ კანონს ეწინააღმდეგება.
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

article  49

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს/საქსტატის საბჭოს წევრს/საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრს უნარჩუნდება შესაბამისი უფლებამოსილება იმ ვადით, რომლითაც ის იყო დანიშნული თანამდებობაზე ამ კანონის მიღებამდე.