Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 311 პასუხისმგებლობა მიმღების მიერ ან მისი საშუალებით ინიციირებული საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულებისთვის. 1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 30-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების წინაშე გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის მიმღების საგადახდო დავალების ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გადაცემისთვის. თუ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს სწორად არ გადასცა მიმღების საგადახდო დავალება, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ ხელახლა გადასცეს შესაბამისი საგადახდო დავალება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს. 2. საგადახდო დავალების დაგვიანებით გადაცემის შემთხვევაში მიმღებისთვის დაგვიანებით ჩარიცხულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც თანხა ჩაირიცხებოდა ოპერაციის სწორად შესრულების შემთხვევაში. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 311 3. თუ საგადახდო დავალება ინიციირებულია მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 30-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და 32-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დებულებების დაცვით, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი პასუხისმგებელია მიმღების წინაშე გადახდის ოპერაციის ამავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად შესრულებისთვის. თუკი მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს პასუხისმგებლობა დაეკისრა ამ პუნქტის შესაბამისად, ის ვალდებულია მიმღების საგადახდო ანგარიში დააკრედიტოს შესაბამისი თანხის ოდენობით და ეს თანხა დაუყოვნებლივ გახადოს ხელმისაწვდომი. დაკრედიტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც თანხა ჩაირიცხებოდა ოპერაციის სწორად შესრულების შემთხვევაში. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 311 4. მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის ან არასწორად შესრულების შემთხვევაში, რომლისთვისაც მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პასუხისმგებლობა გადამხდელის წინაშე ეკისრება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს. ასეთ შემთხვევაში გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე აუნაზღაუროს გადამხდელს შეუსრულებელი ან არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხა. პროვაიდერმა უნდა აღადგინოს მომხმარებლის დადებეტებული საგადახდო ანგარიში იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაცია რომ არ განხორციელებულიყო. დადებეტებულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს თანხის დადებეტების თარიღისა. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 311 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ეკისრება გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, თუ ის დაასაბუთებს, რომ მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა მიიღო გადახდის ოპერაციის თანხა ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ჩარიცხულ თანხაზე სარგებლის თარიღი უნდა იყოს არაუგვიანეს იმ თარიღისა, რომელშიც ოპერაცია უნდა შესრულებულიყო სწორად განხორციელების შემთხვევაში. 6. თუ მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით ინიციირებული გადახდის ოპერაცია არ შესრულდა ან შესრულდა არასწორად, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, მიუხედავად ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა, მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები გადახდის ოპერაციის მოკვლევის მიზნით და შედეგი აცნობოს მიმღებს. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია აღნიშნული ქმედებები მიმღებისთვის განახორციელოს უსასყიდლოდ. 7. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია თავის მომხმარებლებს აუნაზღაუროს ხარჯი, აგრეთვე მიუღებელი სადეპოზიტო სარგებელი, რომელიც წარმოეშვა ამ მომხმარებელს თავის საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან უშუალოდ გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან დაგვიანებით შესრულების შედეგად. |