Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 1017 მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიერ ეროვნული ბანკისთვის ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების განსახილველად წარუდგენლობა ან იმავე მუხლის მე-6 პუნქტის ან მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დადგენილი დამატებითი სტანდარტებისა და მოთხოვნების ფარგლებში ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის სერიოზულობიდან ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის მიყენებული ზარალიდან ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე. |