FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  68

შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალის, ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლა/დამატება.
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეცვალოს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალი, ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები და სხვა ეკონომიკური ოპერატორი/ოპერატორები, რომლის/რომელთა შესაძლებლობებსაც დაეყრდნო იგი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე დაამატოს პერსონალი, ქვეკონტრაქტორი/ქვეკონტრაქტორები და სხვა ეკონომიკური ოპერატორი/ოპერატორები შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  68

2. შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემდეგ მიმწოდებლის თანამშრომელი, რომელიც ჩართული იყო შესყიდვის ხელშეკრულების განხორციელების პროცესში, რომლის შესახებ ინფორმაციაც პრეტენდენტმა შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდა და რომლის კვალიფიკაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეაფასა, ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორი ან სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც დაეყრდნო ეკონომიკური ოპერატორი, მისი კვალიფიკაციის შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად, შეიცვლება/დაემატება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია გასცემს წერილობით თანხმობას ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად.
3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმწოდებლის თანამშრომლის, ქვეკონტრაქტორის ან სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლა/დამატება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
    ა) მიმწოდებლის მიერ წარდგენილი მიმწოდებლის თანამშრომელი, ქვეკონტრაქტორი ან სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც დაეყრდნო მიმწოდებელი, არ შეესაბამება შესყიდვის პირობებით ეკონომიკური ოპერატორის თანამშრომლისთვის, ქვეკონტრაქტორისთვის ან სხვა ეკონომიკური ოპერატორისთვის დადგენილ მოთხოვნებს;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  68

ბ) ქვეკონტრაქტორი ან სხვა ეკონომიკური ოპერატორი, რომლის შესაძლებლობებსაც დაეყრდნო ეკონომიკური ოპერატორი საჯარო შესყიდვის პროცედურაში, მისი კვალიფიკაციის შესყიდვის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად, შეიცვალა და შეთავაზებულ ქვეკონტრაქტორს ან სხვა ეკონომიკურ ოპერატორს არ აქვს ისეთი კვალიფიკაცია, როგორსაც მიმწოდებელი დაეყრდნო.
4. ამ მუხლის შესაბამისად შეთავაზებული ქვეკონტრაქტორისა და სხვა ეკონომიკური ოპერატორის მიმართ არ უნდა არსებობდეს ამ კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლები.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პროცესში ჩართული პერსონალის, ქვეკონტრაქტორის ან სხვა ეკონომიკური ოპერატორის შეცვლას/დამატებას ითანხმებს ან უარყოფს სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.