Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 13 კონტროლის ღონისძიებები. 1. კონტროლის ღონისძიებები ყალიბდება რისკის ოპტიმალურ დონემდე შესამცირებლად, დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად და ეფუძნება შესაბამის ინსტრუქციებსა და პროცედურებს. 2. კონტროლის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობას და მათი განხორციელების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მოსალოდნელ სარგებელს. 3. კონტროლის ღონისძიებები მოიცავს: ა) უფლებამოსილების მინიჭების პროცედურებს; ბ) მოვალეობების იმგვარ განაწილებას, რომ ერთი და იგივე პირი არ იყოს პასუხისმგებელი უფლებამოსილების მინიჭებაზე, ქმედების განხორციელებასა და კონტროლზე; გ) ხელმოწერის ორმაგი სისტემის დამკვიდრებას, რაც შეუძლებელს გახდის ვალდებულების აღებას და გადახდის განხორციელებას დაწესებულების ხელმძღვანელისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ერთდროულად ხელმოწერის გარეშე; დ) აქტივებისა და ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესებს; ე) წინასწარი და შემდგომი კონტროლის განხორციელებას; ვ) დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად ასახვის პროცედურების დამკვიდრებას; |
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ article 13 ზ) დაწესებულების მიერ განხორციელებული ოპერაციის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის, პროცესებისა და ქმედებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას; თ) ზედამხედველობას; ი) ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის პროცედურების დამკვიდრებას; კ) დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის დოკუმენტირებას და სხვა. |