FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1571

საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა.
1. შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირება ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლა, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მათი კონტრაფაქციული ასლების არამართლზომიერი შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება ან სხვა უკანონო გზით გამოყენება, აგრეთვე, შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების სხვა დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან სამი ათას ლარამდე კონტრაფაქციული ასლების, აგრეთვე, იმ მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით, რომლებიც გამოიყენება მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე კონტრაფაქციული ასლების და, აგრეთვე, იმ მასალების, მოწყობილობებისა და ტექნიკური საშუალებების კონფისკაციით, რომლებიც გამოიყენება მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლისთვის.