Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 15 სამსახურის თანამშრომელი. 1. სამსახურის თანამშრომელი არის სახელმწიფო მოსამსახურე. 2. სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიაროს ატესტაცია, რომლის პერიოდულობასა და ჩატარების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 3. თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამსახურის თანამშრომელს ენიჭება სპეციალური წოდება. მას ასევე ენიჭება სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება. 4. სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის სახესა და ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 5. სამსახურის თანამშრომელს თავისი ვინაობისა და უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა და სპეციალური ჟეტონი. 6. სამსახურში ანაზღაურების გარეშე, პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით სტაჟირება შეიძლება გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ იქნება აღჭურვილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამსახურის მოსამსახურის უფლებამოსილებით. სტაჟიორის უფლებამოსილებებს, შერჩევასა და სამსახურის გავლის პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 15 7. საქართველოს მოქალაქე პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით სამსახურში შეიძლება დაინიშნოს სამსახურის სტაჟიორის თანამდებობაზე. სამსახურის სტაჟიორის უფლებამოსილებებს, მისი შერჩევისა და მის მიერ სამსახურის გავლის პირობებსა და თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 6 თვით. |