Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აკვაკულტურის შესახებ article 24 აკვაკულტურის ნებართვის გაუქმება. 1. აკვაკულტურის ნებართვა უქმდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. თუ აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი სანებართვო პირობებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 წლისა, არ დაიწყებს აკვაკულტურის საქმიანობას, აკვაკულტურის ნებართვა უქმდება. 2. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლიდან ან აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა უზრუნველყოს გაშვებული წყლის ორგანიზმისა და წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის წყლის ობიექტიდან ამოღება და აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აკვაკულტურის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია თავად უზრუნველყოს წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/სხვა მოწყობილობის დემონტაჟის განხორციელება და მისი განხორციელების ხარჯების ანაზღაურება აკვაკულტურის ნებართვის მფლობელს დააკისროს. 4. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი. |