Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ article 412 ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კონტროლი და მართვა. 1. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის კონტროლისა და მართვის უზრუნველსაყოფად საქართველოში იქმნება საქართველოს ერთიანი კოორდინირებული რეგისტრების სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური რეგისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და სხვა დაწესებულებაში/ორგანოში შექმნილი ქვერეგისტრებისგან. 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ცენტრალური რეგისტრი და ქვერეგისტრები იქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით, ხოლო სხვა დაწესებულებაში/ორგანოში ქვერეგისტრები იქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, შესაბამისი დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. |