Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 17 დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხისმგებლობა. 1. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დამოუკიდებელი ექსპერტის გაფრთხილებას, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − მისთვის შესაბამისი სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებას. 2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშის გადაცემის წესების დარღვევა გამოიწვევს დამოუკიდებელი ექსპერტის გაფრთხილებას, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − მისთვის შესაბამისი სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებას. 3. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის ან/და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშის სამინისტროსთვის წარუდგენლობა გამოიწვევს დამოუკიდებელი ექსპერტის გაფრთხილებას, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − მისთვის შესაბამისი სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებას. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 17 დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხისმგებლობა. 1. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ კანონის მე-8 მუხლით ან/და 8 -1 მუხლით გათვალისწინებული შენობაში არსებული გათბობის სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის ან/და შენობაში არსებული ჰაერის კონდიცირების სისტემის პერიოდული ინსპექტირების ანგარიშის გადაცემის წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |