Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 162 ბაზრის მოდელის კონცეფცია. საჯარო მომსახურების მიმწოდებლების ავტორიზაცია, ბაზრის წესები, მიწოდების წესები. 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან: ა.ა) 3 თვის ვადაში − ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცება; ა.ბ) 10 თვის ვადაში − ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცება; ა.გ) 12 თვის ვადაში − შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება ან/და მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად; ბ) არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა − ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სხვა საჯარო მომსახურების გამწევი საწარმოების ავტორიზაცია; გ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის სექტორში საჯარო მომსახურების მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია. 2. კომისიამ უზრუნველყოს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ბაზრის მოდელის კონცეფციის მოთხოვნების გათვალისწინებით შესაბამისი სექტორის: ა.ა) ბაზრის წესების დამტკიცება; ა.ბ) მიწოდების (მათ შორის, უნივერსალური მომსახურების და ბოლო ალტერნატივის მიწოდების) წესების დამტკიცება; ა.გ) (ამოღებულია - 22.12.2021, №1198); |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 162 ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცება. 3. კომისიამ და სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ და გარდამავალ პერიოდში მოქმედ, მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა ელექტროენერგიის იმპორტის სატარიფო რეგულირების გაუქმებასთან დაკავშირებით. 4. საქართველოს მთავრობამ და კომისიამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაონ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს შესათანხმებლად. |