Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეგულირების საფასურის შესახებ article 4 რეგულირების საფასურის გადამხდელები. 1. რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა პირი, რომლებიც ახორციელებენ: ა) შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნე ბრივი რესურსებით სარგებლობას; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვას; დ) აკვაკულტურის ნებართვისადმი დაქვემდებარებულ აკვაკულტურის საქმიანობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულ იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან. |