Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნავთობისა და გაზის შესახებ article 21 მოპოვებული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება. 1. ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული არამაგისტრალური მილსადენების და შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ექსპლუატაცია და გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად. ინვესტორს უფლება აქვს აწარმოოს მოლაპარაკება სახელმწიფოს კუთვნილი მაგისტრალური მილსადენების თავისუფალი მოცულობების კომერციულ საფუძველზე გამოყენების შესახებ. 2. ინვესტორს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არსებულ მაგისტრალურ მილსადენთან მისაერთებლად ააშენოს და გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენი ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი წილი ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიზნით. |