FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პენიტენციური კოდექსი

article  32

პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა.
1. პენიტენციური დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და აუქმებს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვებ მაქსიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ბრძანებით.
3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საკითხები განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით. პენიტენციური დაწესებულების დებულებას სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის გენერალური დირექტორი.