Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ article 10 ეროვნული ფილმის წარმოების სახელმწიფო დაფინანსება. 1. ეროვნული კინოცენტრი ქმნის საექსპერტო კომისიას, რომელიც შედგება შემოქმედი მუშაკებისა და შესაბამისი ექსპერტებისაგან. საექსპერტო კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს საექსპერტო კომისიის დებულების საფუძველზე, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი. 2. ეროვნული კინოცენტრი საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ფილმის (პროექტის) წარმოების დაფინანსებისა და პროდიუსერისათვის თანხის გამოყოფის შესახებ. 3. სახელმწიფო დაფინანსების წილი ეროვნული ფილმის წარმოებაში, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ფილმის საერთო ხარჯთაღრიცხვის 75 პროცენტს. |