Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ტურიზმის შესახებ article 3 ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა. 1. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია ტურიზმის ეკონომიკური სექტორის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, ტურიზმის სფეროში დასაქმების ხელშეწყობა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. 2. ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპებია: ა) ტურისტული საქმიანობის მხარდაჭერა, მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი სამართლებრივი და ეკონომიკური პირობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა; ბ) ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და განვითარების ხელშეწყობა; გ) საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, პოპულარიზაციის ხელშეწყობა; დ) ტურისტული რესურსების დაცვა ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის; ე) შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნა და ტურისტებისა და ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა; ვ) ტურიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების უზრუნველყოფა. |