FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  17

ა) მიკრობანკმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება, რომ იგი უზრუნველყოფს შვილობილი საწარმოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას მიკრობანკის მიმართ საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;
    ბ) მიკრობანკი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის იმის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომ შვილობილი საწარმო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს ვერ ახორციელებს, რადგან ამას კრძალავს ან ზღუდავს შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

article  17

მოთხოვნები მიკრობანკის შვილობილი საწარმოს მიმართ, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ ახორციელებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას.
1. მიკრობანკმა საქართველოს ფარგლების გარეთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან 14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს მიკრობანკის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) (შემდგომ − FATF) რეკომენდაციების შესასრულებლად მიკრობანკის შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა შიდა კონტროლის სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
2. თუ შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით (კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით) გათვალისწინებული არ არის შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა არ ხორციელდება და FATF-ის რეკომენდაციები საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება: