Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 5 საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი. 1. საკონსულო თანამდებობის პირი იცავს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (შემდგომ − საქართველოს იურიდიული პირები) უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. 2. საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ხორციელდება საკონსულო მომსახურებისა და საკონსულო დახმარების ფორმებით. 3. საკონსულო მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, საქართველოს კანონმდებლობის, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად. |
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 5 4. საკონსულო დახმარება გაეწევა საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით. 5. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ძირითადი საკონსულო ფუნქციები სრულდება მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო დელეგირებული საკონსულო ფუნქციები − ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. თუ, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, არ ხდება საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების დარღვეული უფლებების აღდგენა, საკონსულო თანამდებობის პირმა ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და საკონსულო დეპარტამენტს. 7. საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირმა და საკონსულო მოსამსახურემ უნდა დაიცვან საქართველოს ინტერესები და უნდა იზრუნონ ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებაზე. |
საკონსულო საქმიანობის შესახებ article 5 8. საკონსულო თანამდებობის პირს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია სამართლებრივ საკითხებში დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დადგენილი წესით ლიცენზირებულ ადვოკატს. 9. საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს ის შეზღუდვები, რომლებიც გამომდინარეობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და საკონსულო ოლქში მოქმედი კანონმდებლობიდან, ასევე „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციიდან ან/და სხვა საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებებიდან, თუ ასეთი ხელშეკრულებები მოქმედებს საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის. 10.საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო ოლქის ორგანოებთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკა და პატივი უნდა სცეს მის ჩვეულებებსა და ტრადიციებს. 11. საკონსულო თანამდებობის პირის მოქმედებები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 12. საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობა შესაძლებელია განახორციელოს საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პროგრამის) მეშვეობით. |