Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო შესყიდვების შესახებ article 71 ანგარიშსწორების პირობები. 1. ანგარიშსწორების პირობები განისაზღვრება შესყიდვის პირობებითა და შესყიდვის ხელშეკრულებით/ჩარჩოშეთანხმებით. 2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, გარდა ამ მუხლითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური ოპერატორი შესაძლებელია გათავისუფლდეს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენისგან. 4. თეთრ სიაში რეგისტრირებული ეკონომიკური ოპერატორი წარადგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის საბანკო გარანტიას. 5. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები მხოლოდ შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად გამოიყენოს. იგი პასუხს აგებს თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის. 6. წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის მოთხოვნისა და წარდგენის დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |