FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  64

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები.
1. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიწების ინვენტარიზაციის (საზღვრების გამიჯვნის) და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოების, აგრეთვე სამიწათმოწყობო დოკუმენტაციის შექმნისა და მომზადების ორგანიზება დასრულდეს 2004 წლის 1 დეკემბრამდე.
2. ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიწების ინვენტარიზაცია და მათი მიღება-ჩაბარების სამუშაოები განხორციელდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე, გარდა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისა, არ ვრცელდება „ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.