FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 12

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

რეგისტრაციის განცხადება.
1. პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით, ან თუ იგი ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის რეგისტრაციის ვალდებულებისგან. გარდა შემდგომ გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირმა იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება, ანტიკორუფციულ ბიუროს ფიცის ქვეშ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს რეგისტრაციის განცხადების ასლი. უცხოური პრინციპალის აგენტზე ვალდებულება, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება, ვრცელდება იმ დღიდან 10 დღის გასვლის შემდეგაც, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება. უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება იმ პერიოდისთვის, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი იყო. რეგისტრაციის განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

ა) განმცხადებლის სახელს, ძირითად იურიდიულ მისამართს და მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა იურიდიულ მისამართს საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ, აგრეთვე ყველა  ფაქტობრივ მისამართს (მათი არსებობის შემთხვევაში);
    ბ) განმცხადებლის სტატუსს; ფიზიკური პირის შემთხვევაში − მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, პარტნიორთა ჯგუფის შემთხვევაში − თითოეული პარტნიორის სახელს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მისი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას და თანაპარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების ნამდვილ და სრულ ასლებს, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების შემთხვევაში − მისი მმართველებისა და ხელმძღვანელების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების სახელებს, საცხოვრებელი ადგილების მისამართებს, მათი მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, ყველა დოკუმენტის (მათ შორის, სადამფუძნებლო შეთანხმების, წესდებისა და მათში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების) ასლებს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა აქტის/დოკუმენტის ასლს და ყველა იმ ზეპირი შეთანხმების წესებისა და პირობების წერილობით აღწერას, რომლებიც ეხება მის ორგანიზებას, უფლებამოსილებებსა და მიზნებს, ასევე სრულ ინფორმაციას მისი მფლობელებისა და მაკონტროლებლების შესახებ;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

გ) ყოვლისმომცველ ინფორმაციას განმცხადებლის საქმიანობის არსის შესახებ, განმცხადებლის თანამშრომლების სრულ სიას და თითოეული მათგანის სამუშაოს სპეციფიკის აღწერას; ყველა იმ უცხოური პრინციპალის სახელსა და მისამართს, რომლისთვისაც განმცხადებელი მოქმედებს ან რომლისთვის მოქმედადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლისთვის მოქმედებასაც თანხმდება; ყველა ასეთი უცხოური პრინციპალის საქმიანობის ან სხვა სახის აქტივობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას, ხოლო თუ უცხოური პრინციპალი ფიზიკური პირი არ არის − ინფორმაციას იურიდიული პირის მფლობელისა და თითოეული მაკონტროლებლის თაობაზე; აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ყველა იმ უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ ფლობს, ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის სუბსიდირებას ახორციელებს უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან/და უცხოური პოლიტიკური პარტია ან/და სხვა უცხოური პრინციპალი;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

დ) თითოეული წერილობითი შეთანხმების ასლს და ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებს, მათ შორის, ასეთ შეთანხმებებში შეტანილ ცვლილებებს, ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში − სრულ ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომელთა გამოც განმცხადებელი უცხოური პრინციპალის აგენტია; აგრეთვე თითოეული ასეთი ხელშეკრულების არსისა და შესაბამისი საქმიანობის მეთოდების სრულყოფილ აღწერას, იმ საქმიანობის დეტალურ აღწერას, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება და რომელიც შეიძლება პოლიტიკურ საქმიანობად იქნეს მიჩნეული;
    ე) ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა უცხოური პრინციპალისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში კომპენსაციის, დანახარჯის ან ნებისმიერი სხვა სახით მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

ვ) დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ საქმიანობის (მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის) შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ან რომლის თავისთვის ან იმ სხვა პირისთვის (გარდა უცხოური პრინციპალისა) განხორციელებაზე თანხმდება, რომელიც განმცხადებელს ავალდებულებს, დარეგისტრირდეს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

ზ) იმ პირის (გარდა უცხოური პრინციპალისა) სახელს, საქმიანობისა და რეგისტრაციის მისამართებს, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − აგრეთვე მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას, რომლის ინტერესების შესაბამისადაც განმცხადებელი ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს, ან თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს ამ საქმიანობის განმახორციელებლად ან თანხმდება აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე, ასევე შესაბამის ინფორმაციას იმ მოცულობით, რამდენადაც ასეთი პირი ექვემდებარება რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების, უცხოური პოლიტიკური პარტიის ან სხვა უცხოური პრინციპალის მიერ ფლობას, ზედამხედველობას, კონტროლს, მართვას, დაფინანსებას ან სუბსიდირებას მთლიანად ან ნაწილობრივ; არსებობის შემთხვევაში − ინფორმაციას იმ შემოსავლის, შემოწირულების, ფულის ან მატერიალური ფასეულობის წარმომავლობისა და ოდენობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირისგან ბოლო 60 დღის განმავლობაში მიიღო. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე თითოეული ასეთი გადახდის ფორმა და დრო, გადახდის განმახორციელებელი პირის ვინაობა;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

თ) დეტალურ ინფორმაციას იმ ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის შესახებ, რომელიც განმცხადებელმა ბოლო 60 დღის განმავლობაში დახარჯა ან განკარგა იმ საქმიანობისთვის, რომელიც, ამ კანონის თანახმად, მის რეგისტრაციას საჭიროებს და რომელიც მან განახორციელა, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თავისთვის ან/და სხვა პირისთვის, ან სხვა საქმიანობისთვის, რომელიც მას უცხოური პრინციპალის აგენტად ხდის; აგრეთვე დეტალურ ინფორმაციას მის მიერ ბოლო 60 დღის განმავლობაში ფულადი შენატანის ან/და სხვა მატერიალური ფასეულობის სახით განხორციელებული შემოწირულების შესახებ (გარდა იმ შემოწირულებისა, რომლის განხორციელებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით), რომელიც რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის არჩევნებს ან პოლიტიკური თანამდებობის პირის კანდიდატურის შესარჩევად გამართულ პრაიმერს, კონფერენციას ან ყრილობას უკავშირდება;
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

3. რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები ფიცის ქვეშ უნდა იქნეს წარდგენილი. ფიზიკური პირი დოკუმენტაციას თავად ავსებს. თუ განმცხადებელი პარტნიორთა ჯგუფია, დოკუმენტაციას ავსებს მისი წევრების უმრავლესობა. თუ პირი არ არის არც ფიზიკური პირი და არც პარტნიორთა ჯგუფი, დოკუმენტაციას ავსებს მისი მმართველების, ხელმძღვანელების, დირექტორთა საბჭოს წევრების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) უმრავლესობა.
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

4. რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შევსება და წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აუცილებლად და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, ეს არ უნდა აღიქმებოდეს ისე, რომ ანტიკორუფციული ბიურო განმცხადებელს დამატებით დოკუმენტაციას არ მოსთხოვს. რეგისტრაციის განცხადების შევსება არ გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შესაბამის ვადებში განზრახ არასათანადოდ შევსებისთვის, არსებითი ფაქტების განზრახ გაყალბებისთვის, ისეთი ფაქტების გამოტოვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, ისეთი მატერიალური მტკიცებულების განზრახ წარუდგენლობისთვის ან ისეთი მატერიალური დოკუმენტის ასლის წარუდგენლობისთვის, რომლის წარდგენაც აუცილებელია რეგისტრაციის განცხადებისთვის.
5. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილია, პირის ფუნქციებიდან ან საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაადგინოს, რომ რეგისტრაცია ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად შეიძლება აუცილებელი არ იყოს, და დაუშვას შემდეგი გამონაკლისები:
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  2

ა) რეგისტრაციის ან ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც ამავე კანონის შესაბამისად შევსებულ უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც პარტნიორი, მმართველი, დირექტორი ან თანამშრომელი;
    ბ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს უცხოური პრინციპალის აგენტი.
6. ამ მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციის განცხადება ან/და დამატებითი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ელექტრონულად, აგრეთვე იმ დამატებითი ფორმატებით, რომლებიც შეიძლება ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვოს.