FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ

article  20

მუხლი 21. გარანტიები საბირჟო ვაჭრობაზე ფორვარდების, ფიუჩერსებისა და ოფციონების განხორციელებისას 1. ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების განხორციელების საანგარიშსწორებო მომსახურების უზრუნველსაყოფად ბირჟა ვალდებულია დადგენილი წესით დადოს შესაბამისი ხელშეკრულება ბანკთან ან თვითონ შექმნას კლირინგული ცენტრი.
2. კლირინგული ცენტრი უფლებამოსილია:
    ა) გამოვიდეს,  როგორც  საბირჟო  გარიგებების  უნიფიცირებული  მხარე, საბირჟო  გარიგებების თითოეული კონტრაგენტის წინაშე მხარეებს შორის საბირჟო გარიგებების შესრულების გარანტიის, ნეტო ვალდებულებების, მოთხოვნების განსაზღვრისა და შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;
    ბ) დაადგინოს შენატანების სახეები, ოდენობა და ამოღების წესი, რამაც უნდა უზრუნველყოს ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების განხორციელება და იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა ამ გარიგებებით აღებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით, აგრეთვე განსაზღვროს ამ გარიგებების მონაწილეთა სხვა საფინანსო ვალდებულებები;
    გ) დადგენილი წესით აწარმოოს ფორვარდების, ფიუჩერსების, ოფციონების მონაწილეთა დაკრედიტება და სავალდებულო დაზღვევა იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ამ გარიგებების გარანტიებისათვის, აგრეთვე მათი შეუსრულებლობით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად.