Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1564 პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის, შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევა. 1. პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. 3. პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირის მიერ შეძენა/ფლობა, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს მისი შეძენის, ფლობის ან/და გამოყენების უფლება, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. 5. პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1564 გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის დამატებით საქმიანობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის საქმიანობის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას. 7. ამ მუხლის მე-5 ან მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირის შემთხვევაში – მისთვის საქმიანობის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. |