Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 553 კომერციული ბანკის ლიკვიდაცია. 1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი იწყებს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. კომერციული ბანკის ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება. 3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, აგრეთვე აღნიშნული აქტივები ან/და ვალდებულებები ან/და მათი ნაწილი გადასცეს მესამე პირებს. 4. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესმა ზიანი არ უნდა მიაყენოს კომერციული ბანკის მიმართ გამოყენებულ სარეზოლუციო უფლებამოსილებებს (მათი გამოყენების შემთხვევაში) და რეზოლუციის მიზნებს. |