Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 39 საქმიანობის განმახორციელებლისა და დამგეგმავი ორგანოს უფლებები და მოვალეობები გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში. 1. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო ვალდებულია: ა) სკრინინგის განცხადებაში ან სკოპინგის განცხადებაში მიუთითოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ; ბ) გზშ-ის ანგარიშში ან სგშ-ის ანგარიშში სათანადოდ შეაფასოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება; გ) უზრუნველყოს დოკუმენტაციის სათანადო თარგმნა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის სანოტარო წესით დამოწმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საჯარო განხილვის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასწრების შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო თარგმნა; ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოს სააგენტოსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა; ვ) უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის სკოპინგის ანგარიშში, გზშ-ის ანგარიშში, სგშ-ის ანგარიშში ან/და სტრატეგიულ დოკუმენტში გათვალისწინება. 2. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში ნებისმიერ ეტაპზე. 3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. |