FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  161

ავტორიზაცია.
1. ნებისმიერმა საწარმომ, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, უნდა გააგრძელოს ასეთი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული ავტორიზაციით დაკისრებული პირობების საფუძველზე ახალი ავტორიზაციის ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაცემამდე. ამასთანავე, ასეთი საწარმო (გარდა წარმოების ლიცენზიატისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის 159-ე და 160-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიმართოს კომისიას ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციის მიზნით.
11.  თუ  ბუნებრივი  გაზის  განაწილების  ლიცენზიატი, რომელიც ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია  გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიმართავს  კომისიას ავტორიზაციის  მიზნით, მაგრამ ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილ სალიცენზიო  პირობებსა  და მოთხოვნებს, კომისია  იღებს  ზომებს ბუნებრივი  გაზის მომხმარებლებისთვის სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  161

1-1 პუნქტით გათვალისწინებული ზომების  მიღების  მიზნით  კომისია უზრუნველყოფს დროებითი ღონისძიებების შემუშავებას, მათ შორის, სატარიფო მეთოდოლოგიაში სათანადო ცვლილებების შეტანას, რათა ხელი შეუწყოს შესაბამისი აქტივების  ისეთი ლიცენზიატების მიერ ოპერირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
2. სისტემის კომერციული ოპერატორი, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის მიხედვით შესაბამისი ბაზრის ოპერატორის ჩამოყალიბებამდე და შესაბამისი ლიცენზიის გაცემამდე, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე თუ მის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის მონაწილე პირები, რეგულირებული საწარმოები თავიანთ უფლება-მოვალეობებს ახორციელებენ ამ კანონის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით, ხოლო მათი გაუქმების შემთხვევაში – ამავე კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ავტორიზაციაზე ნებისმიერი ახალი მოთხოვნა კომისიამ უნდა განიხილოს ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  161

4. წყალმომარაგების ლიცენზიის მაძიებელი 2031 წლის 31 დეკემბრამდე სალიცენზიო განაცხადის წარდგენისას არ არის ვალდებული, კომისიას წარუდგინოს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. კომისია ვალდებულია წყალმომარაგების  ლიცენზიის მაძიებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვროს აღნიშნული დოკუმენტის მისთვის წარდგენის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები.