Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 37 სამუშაოს მაძიებლის უფლებები. 1. სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს: ა) შეთავაზებულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს; ბ) მიიღოს ვაკანსიისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ან მასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; გ) მიიღოს რჩევა კარიერის დაგეგმვის საკითხზე; დ) მოითხოვოს კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაში მონაწილეობა ან, პირადი, დასაბუთებული ინტერესებიდან გამომდინარე, − აღნიშნულ გეგმაში ცვლილების შეტანა; ე) სააგენტოს მიერ შეთავაზებული მომსახურება უფასოდ მიიღოს. 2. სამუშაოს მაძიებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიმართ ამ კანონის პრინციპების გამოყენება. |