Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 59 ინვესტორი ფონდის მიერ ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდება. 1. ინვესტორი ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად (მათ შორის, როგორც სხვა ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორი ფონდი) და სურს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება, ვალდებულია თავის ერთეულის მფლობელებს მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) განცხადება, რომლის მიხედვითაც საზედამხედველო ორგანომ გასცა თანხმობა ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე; ბ) ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია; გ) თარიღი, როდესაც ინვესტორი ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, ან, თუ მან უკვე განახორციელა ინვესტიცია, თარიღი, როდესაც ინვესტიციის ოდენობა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებს; დ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთეულის მფლობელებს აქვთ უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საკომისიოს გადახდის გარეშე (ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა). |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 59 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა მიეწოდოთ იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. ამ ვადის გასვლამდე ინვესტორ ფონდს არა აქვს უფლება, ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში განახორციელოს ინვესტიცია ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით. |