Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 12 უზრუნველყოფის აქტივებიდან უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. 1. უზრუნველყოფის აქტივები ემიტენტის სხვა ქონებისგან სეგრეგირებული აქტივების ერთობლიობაა. დაუშვებელია ამ აქტივების მიმართ ნებისმიერი ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მესამე პირთა მოთხოვნების გამო, გარდა პროგრამის კრედიტორთა შემდეგი მოთხოვნებისა: ა) იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები; ბ) პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული გარიგებიდან გამომდინარე მოთხოვნები. 2. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს (მათ შორის, პროგრამის ფარგლებში გამოშვებული სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციების მფლობელებს) აქვთ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების ამ მოთხოვნათა მოცულობის პროპორციულად, ემიტენტის სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესი დაკმაყოფილების უფლება, რისთვისაც საჭირო არ არის ემიტენტსა და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს შორის გირავნობის ან სხვა უპირატესი დაკმაყოფილების უფლების დადგენის შესახებ სპეციალური ხელშეკრულების დადება. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 12 3. მესამე პირებს ეკრძალებათ უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე ემიტენტის მოთხოვნათა გაქვითვა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება რეგისტრირებული დერივატივიდან (დერივატივებიდან) გამომდინარე მოთხოვნათა საბოლოო ურთიერთგაქვითვაზე. 4. უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულგაანგარიშებაში არ გაითვალისწინება ან მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინება, უზრუნველყოფ ის აქტივების გაერთიანების შემადგენელი ნაწილია და მათზე სრულად ვრცელდება ამ კანონით დადგენილი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. 5. ეს მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალის უზრუნველყოფის აქტივებსა და მათ მიმართ რეფინანსირების პროგრამის კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლებაზე. |